პეტერ ფიშერი – 1.8 მილიარდ ევრომდე დახმარება მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად – ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება.
მისი თქმით, ამ დროს კი, საქართველოში, „ზოგიერთი შეშფოთებას“ გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.
“1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.
როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ”, – წერს ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას