პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის თავის ერთგულ საქმიანობას გააგრძელებს ჩვენი სრული მხარდაჭერით“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ კონსულტაციებისთვის გაიწვია.
მაშინ ქვეყნის საგარეო უწყებამ დაწერა, რომ „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კმაყოფილება გამოხატა გერმანიის ელჩის გაწვევის გამო. მან ქართულ-გერმანული ურთიერთობების დაზიანებად შეაფასა ელჩის კრიტიკული კომენტარები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. 2 ოქტომბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)