პეტერ ფიშერი – თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, რისკის ქვეშ დააყენებს მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს

საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან, თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაზე 39 წელია მუშაობს და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი “დიფ სთეითისგან”.
“საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია…
ცხადად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია ვმუშაობ და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ – არა რაიმე გამოგონილი “დიფ სთეითისგან”, – წერს ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს