პეტერ ფიშერი – გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა

უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ, მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ასევე, გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია.
“გერმანია პატივს მიაგებს ქართველებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებმა მოკლეს, მაშინ, როდესაც ისინი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდიოდნენ რუსთაველზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი იგივე მიზეზით ატარებდა დემონსტრაციებს და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. ახლაც ამოცანაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა.
უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია. საქართველოს მეგობრები ვართ, არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს უკანასკნელი 30 წლის გამოცდილებიდან”, – წერს ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?