არქივი31 მარტი, 2025, 17:37
პეტერ ფიშერი - გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს

გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში. განხილული იქნა ინფორმაცია ანგარიშების გაყინვის, გამოძიებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების შესახებ, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ, რომელიც უფლებადამცველებს იცავს და მათ უფლებამოსილებას ანიჭებს. გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს“, - წერს პეტერ ფიშერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.