არქივი23 დეკემბერი, 2024, 21:47
პეტერ ფიშერი: გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები

"გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი, სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება" | წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.