ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე - უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს - უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება

პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე - უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს - უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება

უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება - ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!“, - წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს უნგრეთს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.