ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პეტერბურგში სახის ამომცნობმა კამერამ რუსი მუსიკოსი დიმიტრი გორდონად აღიქვა - პოლიციამ მუსიკოსი ქუჩაშივე დააკავა

პეტერბურგში სახის ამომცნობმა კამერამ რუსი მუსიკოსი დიმიტრი გორდონად აღიქვა - პოლიციამ მუსიკოსი ქუჩაშივე დააკავა
პეტერბურგში სახის ამომცნობმა კამერამ რუსი მუსიკოსი დიმიტრი გორდონად აღიქვა. პანკ-ჯგუფის ვოკალისტი დიმიტრი გალიამინსკიხი პოლიციამ ქუჩაშივე დააკავა. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს - ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.
💬 "რა ღადაობაა! ახლა პეტერბურგში მოსკოვის სადგურზე მივდივარ და ვგრძნობ, ვიღაც მომდევს. ჰოდა, ვიფიქრე, მიცნეს და ავტოგრაფი ან ფოტო უნდათ-მეთქი. ვბრუნდები და პოლიციელები მოქრიან, წამებში დამაკავეს“ | დაწერა მან.
🔴 გალიამინსკიხის თქმით, პოლიცია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სახის ამოცნობის სისტემამ მასში უკრაინელი „ტერორისტი ჟურნალისტი“ დიმიტრი გორდონი „ამოიცნო“:
💬 "და არა მხოლოდ სისტემამ, ერთმა პოლიციელმა წვერზე და თმაზე ხელიც კი მომიკიდა, რომ შეემოწმებინა, კონსპირაციისთვის ხომ არ მეკეთა. საბოლოოდ, მატარებელზე ლამის დამაგვიანდა“.
🔻 2022 წლის აპრილში გორდონი კრემლმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა, სექტემბერში კი იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.
🔴 2024 წლის ივლისში რუსეთის სასამართლომ დიმიტრი გორდონს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "ცრუ ინფორმაციების" გავრცელებისთვის.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.