ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი - რუსეთთან კონტაქტების დამყარების შესახებ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განცხადებები მოსკოვის მხრიდან მოწონებას იმსახურებს

პესკოვი - რუსეთთან კონტაქტების დამყარების შესახებ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განცხადებები მოსკოვის მხრიდან მოწონებას იმსახურებს

რუსეთთან კონტაქტების დამყარების მიზანშეწონილობის შესახებ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის წარმომადგენლების განცხადებები მოსკოვის მხრიდან მოწონებას იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გერმანიის პოლიტიკური ძალის საუბარი, რომლის პოპულარობასაც სტაბილური ზრდის ტენდენცია აქვს, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგების მიზანშეწონილობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენი მხრიდან მოწონებას არ იმსახურებდეს”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები რუსეთისთვის გაცილებით უფრო მომგებიანი ჩანს, ვიდრე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებები, რომელიც არსებითად მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ,,კონფრონტაციული განცხადებებით” გამოირჩევა.

პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე არჩევნების შედეგები, სადაც AfD-მა გაიმარჯვა, გერმანიის შიდა საქმეა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების აღდგენა AfD-ის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ამასთან, პარტია უკრაინის მიმართ ფრიდრიხ მერცის მხარდაჭერას აკრიტიკებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.