პესკოვი: პროტესტი თბილისში ქვეყნის გარედანაა წაქეზებული

ე.წ. აგენტების კანონს თბილისში აპროტესტებენ იმისთვის, რათა გააძლიერონ “ანტირუსული განწყობები”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
“სათუოა, მათი [საპროტესტო აქციების] იმპულსი ქვეყნის შიგნიდან მოდიოდეს,” – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტების ტრადიციულ ბრიფინგზე.
“ისინი [იმპულსები] უდაოდ გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის და ვაკვირდებით იმას, რაც ხდება,” – დაამატა მან.
პესკოვმა გაიმეორა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონს “ვერ ვუწოდებთ” რუსულს, რადგან იგი ბევრი ქვეყნის “შიდაპოლიტიკური ჰიგიენის” ნაწილია.
“საქართველოს სურვილი დაიცვას საკუთარი შიდა პოლიტიკა არ შეიძლება დავუკავშიროთ რუსეთს… აშშ-მა პირველმა დაიწყო საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა.” – თქვა მან.
კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ კრემლმა 2012 წელს მიიღო. ამ კანონის გამოყენებით, მან თითქმის გააქრო რუსეთში კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კანონის მიღების მთავარი არგუმენტი გამჭვირვალობა იყო და ის, რომ მსგავსი კანონი აშშ-საც ჰქონდა.
მასობრივი გამოსვლებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. აგენტების კანონი საქართველოს პარლამენტმა დღეს, 17 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო.
დარჩა კიდევ ორი მოსმენა. მეორე მოსმენის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?