ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი: მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს. ამ სიტყვებით პესკოვი კავკასიაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა.
"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი NATO-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს კავკასიაში თავისი ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას". - თქვა პესკოვმა.
ამავდროულად, კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოსკოვს ამ რეგიონის ქვეყნებთან აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.