ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე: არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი

პესკოვი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე: არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვი განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიას მოლდოვაში არ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი ეწოდოს.

როგორც პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, კენჭისყრის დროს იყო ბევრი მანიპულაცია.

„ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. სავსე იყო მანიპულაციებით“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 %-ით მოიპოვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.