ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი: მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება

პესკოვი: მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება
"გასაგებია, რომ ინტერნეტის მუშაობის შეზღუდვა მრავალი მოქალაქისთვის დისკომფორტს ქმნის. თუმცა ახლა ასეთი პერიოდია. მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება, ნორმალიზდება." - ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.
პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას "ესმის ამ ზომების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა".
მისივე თქმით, მოსახლეობა "გაგებით" ეკიდება საკომუნიკაციო აპლიკაციების შეზღუდვასაც, რაც მან კიდევ ერთხელ იმით გაამართლა, თითქოს მსგავსი აპლიკაციები რუსეთის სამართლებრივ მოთხოვნებს არ ასრულებენ.
ბოლო პერიოდში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ინტერნეტი პერიოდულად იზღუდება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები დრონების თავდასხმის საშიშროებით ხსნიან. მსგავსი შეზღუდვები თავდაპირველად უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში წესდებოდა. მაგალითად ინტერნეტის მუშაობა იზღუდებოდა ბელგოროდის ოლქში, სადაც შეფერხებით მუშაობდა ე.წ. თეთრი სიის ვებგვერდებიც. ამ სიას რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო ადგენს და მასში შემავალი ვებსაიტები მომხმარებლებისთვის ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვების დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 2026 წელს ინტერნეტის შეფერხება და ე.წ. თეთრი სიების გამოყენება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც დაიწყო. მარტის დასაწყისიდან რუსეთში შეფერხებით მუშაობს სოციალური ქსელი ტელეგრამიც, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში აკრძალავენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.