რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერ გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია.
“კი, ვნახეთ. მან [ზელენსკიმ] ის იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც პრეზიდენტს ღონისძიება ჰქონდა. პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია ის წაეკითხა.
მე მქონდა შესაძლებლობა. ამას შევატყობინებთ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ნაწილი დასრულდება”, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას “ნებისმიერ მომენტში” შეუძლია მოსკოვში ჩასვლა.




