პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

რემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება.

„ნამდვილად, ასეთი კონტაქტები იგეგმება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონის გათვალისწინებით მათი მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის გაგება არსებობს, მაგრამ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩინეთში ვიზიტი შესაძლოა, უმაღლეს დონეზე მომავალი კონტაქტებისთვის მზადებად ჩაითვალოს.

ცნობისთვის, გასულ თვეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მაისში შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა