ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პერუში ვალენტინობის დღეს ნარკოდილერი დათუნიას ფორმიანმა პოლიციელმა დააკავა

პერუს დედაქალაქ ლიმაში ნარკოდილერი ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს სათამაშო დათუნიას ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა დააკავა. პოლიციელი ნარკოდილერის სახლში დათუნიას ფორმაში გადაცმული შევიდა და ბრალდებულს ვალენტინობის საჩუქარი მიუტანა, ამის შემდეგ კი ის დააპატიმრა.
დაკავების ამსახველი კადრები პერუს ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა. ლიმას პოლიციამ ნარკოდილერის სახლში იპოვა ჩანთა, სადაც მათი ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ინახებოდა. ამავე რეიდისას პოლიციამ კიდევ ერთი ქალი დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.