ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ბობადილიამ განაცხადა, რომ ინციდენტი კახამარკის რეგიონში მოხდა და ავტობუსი, რომელშიც 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შესაბამისი სამსახურები უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.