ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სარეკომენდაციო დოკუმენტი - “მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის“ მოამზადა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სარეკომენდაციო დოკუმენტი - “მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის“ მოამზადა.
დოკუმენტი მკაფიო და სტანდარტიზებულ მიდგომებს აყალიბებს როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტით დაინტერესებული პირებისთვის.
უწყების ცნობით, მინიმალური სტანდარტის დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და მოწვეული ექსპერტის დახმარებით მომზადდა.
“ის აყალიბებს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის მათი ცოდნის, უნარებისა და პიროვნული მახასიათებლების, აგრეთვე, მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტის მიხედვით. ამასთანავე, დოკუმენტი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრების მომზადებისთვის შემუშავებული ტრენინგების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
რეკომენდაციები შემუშავებულია ევროკავშირის “მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ გათვალისწინებით და შეესაბამება ხარისხისა და პროფესიონალიზმის ევროპულ სტანდარტებს. შემუშავებული დოკუმენტი დაეხმარებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა ეფექტიანად უზრუნველყონ“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.