“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

თურ­ქეთ­ში და­ი­წყო რე­ზო­ნან­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 2025 წლის ნო­ემ­ბერ­ში სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ტრა­გე­დი­ას ეხე­ბა. საქ­მე ეხე­ბა ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის და­ღუპ­ვას, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დე­ზინ­ფექ­ცი­ის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბულ­მა დე­ტა­ლებ­მა თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ შეძ­რა.

  • თურ­ქულ-გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი – მამა სერ­ვეტ ბო­ჯე­კი, დედა ჩიგ­დე­მი, 6 წლის კა­დი­რი და 3 წლის მა­სა­ლი სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა შვე­ბუ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. 2025 წლის მი­წუ­რულს მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი თა­ვი­დან საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლას დაბ­რალ­და, თუმ­ცა სი­მარ­თლე ბევ­რად უფრო სა­ზა­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვი­სე­ბუ­რად გან­ვი­თარ­და: თავ­და­პირ­ვე­ლად ორი­ვე ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, მა­ლე­ვე მათ დე­დაც მიჰ­ყვა, ხოლო 17 ნო­ემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მამა, სერ­ვეტ ბო­ჯე­კიც და­ი­ღუ­პა.

ცხედ­რე­ბის გაკ­ვე­თის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას წა­რედ­გი­ნა შო­კის­მომ­გვრე­ლი დას­კვნა – ოჯა­ხის წევ­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდა ფოს­ფი­ნის გა­ზის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა.

  • ეს არის უძ­ლი­ე­რე­სი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მავ­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სას­ტუმ­რო­ში მწე­რებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა პეს­ტი­ციდ­მა გა­ჟო­ნა იმ ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც ბო­ჯე­კე­ბის ოთა­ხის ქვეშ მდე­ბა­რე­ობ­და. შხა­მი­ა­ნი ორ­თქლი ზედა სარ­თულ­ზე სა­ა­ბა­ზა­ნოს სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­და და მძი­ნა­რე ოჯა­ხი გა­გუ­და.

ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე 6 ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგა, მათ შო­რის არი­ან სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. მათ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლის გა­მოწ­ვე­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი და 22 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პირ­ველ დღეს მრა­ვა­ლი სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლი გაჟ­ღერ­და. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­დე­ზინ­ფექ­ციო კომ­პა­ნი­ას 2019 წლის შემ­დეგ ლი­ცენ­ზია სა­ერ­თოდ აღარ ჰქონ­და, ხოლო პერ­სო­ნალს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა ჰქონ­და გავ­ლი­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მო­სას­მე­ნი აღ­მოჩ­ნდა სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის ჩვე­ნე­ბა. მან აღი­ა­რა, რომ შე­ნო­ბა­ში მძაფ­რი სუნი იგ­რძნო, რის გა­მოც კარი გა­რე­დან და­კე­ტა და შე­ნო­ბი­დან გა­იქ­ცა, მა­შინ როცა შიგ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი შვე­ლას ითხოვ­დნენ. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ასე­ვე ჩანს ოჯა­ხის წევ­რე­ბის უშე­დე­გო მცდე­ლო­ბა, გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნათ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, შემ­დეგ კი გო­ნე­ბას კარ­გა­ვენ.

  • ეს არ არის პირ­ვე­ლი მსგავ­სი ტრა­გე­დია სტამ­ბოლ­ში. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­იხ­სე­ნეს კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სხვა სას­ტუმ­რო­ში ორი ნი­დერ­ლან­დე­ლი მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზიც სწო­რედ ალუ­მი­ნის ფოს­ფი­დის შე­სუნ­თქვა გახ­და – იგი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბის, რა­მაც ბო­ჯე­კე­ბის ოჯა­ხი იმ­სხვერ­პლა.

ფოს­ფი­ნი უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია და მას ხში­რად “უხი­ლავ მკვლელს” უწო­დე­ბენ.

ექ­სპერ­ტე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს აირი სა­სიკ­ვდი­ლოა მცი­რე კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­თაც კი – ჰა­ერ­ში მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბი­სას ადა­მი­ა­ნის და­სა­ღუ­პად სულ რა­ღაც 5 წუ­თია სა­ჭი­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თურ­ქეთ­ში ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ხუ­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცე­ებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, კონ­ტრო­ლის არარ­სე­ბო­ბა კვლავ დიდ საფრ­თხედ რჩე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის.