პენტენტიური სამსახური ტვ “პირველი”-ს და “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

პენტენტიური სამსახური ტვ “პირველი”-ს და “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
პენტენტიური სამსახური ტვ “პირველი”-ს და “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“პოლიტიკურად მიკერძოებული მედიასაშუალებების – „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში, 2019 წელს გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი მენიუები (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, დაავადებების მიხედვით სტაციონარში მყოფი და ნაოპერაციები პირების და ა.შ.). მათვე განსაზღვრეს კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენიცური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება.”- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა