პენტაგონი – ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი დანაკარგები განიცადეს

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები პირველად ჩაერთნენ ბრძოლაში რუსეთის ძალებთან ერთად კურსკში და ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჩაერთნენ ბრძოლაში კურსკში. გვაქვს მინიშნებები, რომ მათ განიცადეს მსხვერპლი, ჰყავთ როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მისი თქმით, არ აქვს დეტალები მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარები ბრძოლაში გასულ კვირას ჩაერთნენ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფების მინიმუმ 30 ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ