პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენტაგონი - უკრაინა ამერიკულ GLSDB ბომბებს მიიღებს

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ GLSDB ბომბებს შეთანხმებების შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებენ.
„როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით.თუმცა, ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ”, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
მანამდე, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას, შესაძლოა, 31 იანვარს გადასცეს.გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ წარმატებით გაიარა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შემოწმებები და მისი უკრაინისთვის გადაცემა უკვე 31 იანვარს შეიძლება მოხდეს. გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.