პენტაგონი ამერიკელ კონტრაქტორებს უკრაინაში მუშაობის ნებართვას აძლევს

პენტაგონი არბილებს შეზღუდვებს, რათა მცირე რაოდენობის ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებს ნება დაერთოთ იმუშაონ უკრაინის ტერიტორიაზე, იტყობინებოდა ამერიკის მედია 8 ნოემბერს.
მათი ამოცანაა, დაეხმარონ უკრაინელებს სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებაში ფრონტის ხაზიდან დაშორებით და ისინი არ მიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, აცხადებენ ამერიკელი მოხელეები, რომლებსაც იმოწმებს მედია.
უკრაინამ შეიარაღების რთული სისტემები მიიღო აშშ-სგან, რომელიც დახმარების სახით აწვდიდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას ბოლო ორი წლის მანძილზე. ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს, თქვეს, რომ კონტრაქტორების უკრაინაში მივლინების ნებართვა პენტაგონმა გასცა იმის გამო, რომ ზოგიერთი აღჭურვილობის შეკეთება, მათ შორის ავიაგამანადგურებლების – F-16-ისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას.
კონტრაქტორების გამოყენება, მათი თქმით, უკრაინის არმიას ტექნიკის სწრაფად შეკეთების შესაძლებლობას მიცემს, რათა სამხედროებმა მათი ბრძოლაში კვლავ გამოყენება შეძლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა