პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა, თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს

პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა, თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს
რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ?.
გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ლელოს” წევრების განსხვავებულ დაპირებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.
ანჯაფარიძის თქმით, “ლელომ”, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტმა პარტიამ, პენსიონერები აირჩია მთავარ სამიზნედ. მისი განმარტებით, 2%-იანი “ლელოსთვის” ისიც მიღწევა იქნება, არსებულ და მომავალ პენსიონერთა მცირე რაოდენობას რომ დააჯეროს პენსიების ზრდის შესახებ დაპირება.
“რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ?
გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა. თუ ამას დავუმატებთ იმ მოქალაქეებს, ვინც 1-2-3 წელიწადში ასაკით პენსიონერი გახდება, ვნახავთ თუ რამხელა ელექტორალური სანადირო ველი იშლება ამ ორი პარტიისათვის, რომლებსაც ამ მხრივ კრიზისი აქვთ.
არსებულ და მომავალ პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ თავის უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა. თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს. აი სწორედ ხალხთან კომუნიკაციის ამბავში ჩაიჭრნენ ხაზარაძე და მისი პაჟები, თან უკვე მერამდენედ!!!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
Previous: ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2-პროცენტიანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით