ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა

პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა

პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
№11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, ბოლო ზარი ,,ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მუსიკალური ნომრები მათთან ერთად შეასრულეს.
მსჯავრდებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედებაც. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულების დაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.
Next: : სააკაშვილი გაზეთების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ, რომ წინდაში “შარვალჩატანიებული” სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის ის არანაირი ავტორიტეტი არ იყო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.