არქივი9 ნოემბერი, 2025, 22:40
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 3:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში "მერსისაიდელთა" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველმა მეკარემ მე-13 წუთზე ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია.
ჩვენებურის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
Whoscored 6.2, Sofascore 5.7, Flashscore 5.8.
"ლივერპული" 18 ქულით მერვე ადგილზეა და 22 ნოემბერს "ნოტინგემს" უმასპინძლებს, ხოლო "სიტი" 22 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.