პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში -სა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს.

სი ძინპინისთან შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე“.

ამასთან, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ შესანიშნავი ლიდერია.

„თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, ამას ყველას ვეუბნები, თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ. ზოგჯერ ხალხს არ მოსწონს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, შეხვედრის დასაწყისში სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერებიირანთან მიმდინარე ომის, ასევე ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, და სი ძინპინი ასევე განიხილავენ იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივებას – მინი-ზავის შეთანხმების საკითხს სავაჭრო ომში, რომელიც იშვიათი მინერალების ჩინეთიდან აშშ-ში მიწოდების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.