პეკინის გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას - პარკების, სკვერების მოწყობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.