„პეისერა ბანკი საქართველო“განცხადებას ავრცელებს

„პეისერა ბანკი საქართველო“ ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტად ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან პეისერა ბანკი საქართველო თავის მომხმარებლებს ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს.
ჩვენი სლოგანია „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები“. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ და მოვხსნათ ყველა ბარიერი საქართველოსა და ევროპას შორის ანგარიშსწორების ნაწილში.
„პეისერა ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული კი ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA, SEPA INSTANT) და საქართველოს საანგარიშწორბო სისტემაზე (RTGS).
SEPA-ს ქვეყნებთან ბიზნესის წარმოების, ვაჭრობის და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აღსანიშნავია, რომ SEPA INSTANT-ით პეისერა ბანკი თავის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ევროპაში ევროში ანგარიშსწორება განახორციელოს 24/7-ზე, 365 დღის განმავლობაში, მყისიერად.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას – ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია), ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო, სან მარინო, და ანდორა.

ასევე დაგაინტერესებთ