„პაშინიანი შორდება რუსეთს, მიდის ევროპისკენ და რეგიონში რეფორმატორი ლიდერი ხდება“ –

ფინანსისტი სოციალურ ქსელში წერს:
„ასე უნდა მოექცე მოღალატე მღვდლებს, როგორც
ექცევა მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი.
ასე უნდა ელაპარაკო ოკუპანტ რუსეთს, როგორც ელაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი ( “სპუტნიკის” აგენტურასაც ვირის აბანოში უკრა თავი).
თავის დროზე სომხეთს რომ დაეთმო აზერბაიჯანის ოთხი რაიონი, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა, დღეს ყარაბაღი იქნებოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით და სომხური მოსახლეობით. არ დაიღუპებოდა ათასობით სომეხი ( აზერბაიჯანელი) ჯარისკაცი და არ მოხდებოდა სომხური მოსახლეობის აყრა ყარაბაღიდან.
პაშინიანს უნდოდა ტერიტორიების აზერბიჯანისთვის დაბრუნება და ყარაბაღის პრობლემის მშვიდობინი გზით მოგვარება, სომხურ პრორუსულ კორუმპირებულ ხელისუბლებას არა. ყარაბაღი იყო მათი ქონებისა და ძალაუფლების წყარო.
პაშინიანს უნდოდა გენოციდის მუდმივად მგლოვიარე სომხური ეროვნული იდეოლოგიის შეცვლა და თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, სომხეთის პრორუსულ ხელისუფლებას კი არა.
პაშინიანი თავის მიერ არჩეულ გზას აგრძელებს, არღვევს ბლოკადას, შორდება რუსეთს, მიდის ევროპისკენ და რეგიონში რეფორმატორი ლიდერი ხდება.
პაშინიანის ფონზე “ქართული ოცნების” რუსული ხელისუფლება პროვინციულად და უსახურად გამოიყურება.
ვუსურვოთ წარმატება ჩვენს მეზობელ და მეგობარ ერს. ერთიან ევროპაში ერთად კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით.
ვერ გაიხარებს კავკასიაში!“

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა