ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაუ ვიქტორმა გამთენიისას "ბარსელონას" მაისურით "რეალს" დუბლი შეუსრულა, მატჩის დასრულების შემდეგ კი თავის შეყვარებულზე ეს ემოციური განცხადება გააკეთა

აშშ-ში მოსამზადებელ ტურში მყოფი "რეალი" და "ბარსელონა" MetLife Stadium-ზე დღეს გამთენიისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჰანსი ფლიკმა მართალია ამხანაგური, მაგრამ პირველი "ელ კლასიკო" მოიგო და საბოლოოდ, კატალონიელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
42-ე და 54-ე წუთზე გატანილი გოლებით თავი 22 წლის ფორვარდმა პაუ ვიქტორმა გამოიჩინა, რომელსაც 82-ე წუთზე ნიკო პაზმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა ვიქტორმა მატჩის შემდეგ თავის შეყვარებულზე ემოციურად ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მეგობარი გოგონა პორტუგალიელი სტუდენტი იდალეტია, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს.
"ძალიან, ძალიან მენატრება ჩემი შეყვარებული. რამდენიმე დღეა
რაც მისგან შორს ვარ. იმედი მაქვს, მას მალე ვნახავ", - თქვა ვიქტორმა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.