პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვალ, 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთად გადავწყვეტთ, რადგან ბევრი დეტალია შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში“, – აღნიშნა დეკანოზმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში გამთენიისას გადაიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”