ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატრიარქს მიხეილ ყაველაშვილთან სინდისის პატიმრების შეწყალების თემაზე არ უსაუბრია

პატრიარქს მიხეილ ყაველაშვილთან სინდისის პატიმრების შეწყალების თემაზე არ უსაუბრია

პატრიარქ შიო მესამეს მიხეილ ყაველაშვილთან სინდისის პატიმრების შეწყალების თემაზე არ ულაპარაკია. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ "პირველებს" განუცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის წევრებთან ერთად ამ საკითხზე საუბარი ვერ მოხერხდებოდა. 

​​ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. სასახლეში იმყოფებოდნენ შიო მესამე და სინოდის სხვა წევრები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.