არქივი19 მაისი, 2026, 01:22
პატრიარქი 19 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 19 მაისს საქართველოს კათილიკოს-პატრიაქს, შიო III-ს შეხვდებიან.
შესაბამისი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა "ტვ პირველთან" გააკეთა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
"საპატრიარქოდან მივიღეთ ზარი, პატრიარქი შიო მზად არის, მიგვიღოს. შეხვედრა გაიმართება ხვალ 15:00 საათზე", - აცხადებს თაკო გოგოლაძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.