პატრიარქი ჯერ არ დაუკრძალავთ – უცნობი სონოდს არიგებს ვინ უნდა აირჩიონ პატრიარქად

მიუხედავად იმისა რომ კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დანიშნა და არა მემკვიდრე, გია გაჩეჩილაძე [უცნობი] წმიდა სინოდს შემდეგი განცხადებით მიმართავს:
🗣️ “ძალიან მნიშვნელოვანი 2 თვე გველის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ “ვაიმე, ახლა ამ ორ თვეში რა მოხდება; ვაიმე, სინოდმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”. სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა. შემთხვევით პატრიარქს არაფერი არასდროს არ გაუკეთებია და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია შემთხვევით. ასე რომ, თქვენგან ველით ერთსულოვნებას, პატივცემულებო, დიდი სიყვარულით, სინოდის წევრებო, უწმინდესის მოწაფეებო, ისეთივე მოწაფეებო, როგორებიც გრიგოლ ხანძთელს ჰყავდა და შემდეგ გააგრძელეს მისი სწავლება მთელ საქართველოში, აი, ზუსტად ასე თქვენც უნდა გაავრცელოთ პატრიარქის სწავლება მთელ საქართველოში.
მე მეუფე შიოსთან ახლო ურთიერთობა არ გამაჩნია, მე ახლოს არ ვიცნობ მეუფე შიოს, მაგრამ ჩემთვის საკმარისია ის, რაც უწმინდესმა მითხრა” – ამბობს გაჩეჩილაძე.
⭕ შეგახსენებთ, რომ მოსაყდრეობა გახლავთ ტრანზიციული თანამდებობა. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს “დაბარებით პატრიარქობა”

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს