ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პატრიარქის სურვილი ესაა” – რას სთავაზობს ეკლესიას ოცნებას და რა გაახმოვანა მოსაყდრემ? – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს არ სურს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი დაჩქარებულად იქნეს განხილული.
მისი თქმით, პატრიარქის მოსაზრება შეხვედრაზე მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა.
მეუფე გრიგოლმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ განიხილება ქარული ოცნების ინიციატივის მიღების საკითხი, არამედ მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს.
“მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი აღინიშნა მოსაყდრის მიერ – მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნას განხილული. აქ საუბარია სახელმწიფოს გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან რაღაც სპეკულაციები, რომ კარგია ან ცუდია – ამ ყოველივეს სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები.
დღეს საუბარი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რა სურვილიც აქვს მთავრობას, ის ეკლესიას [ამ სურვილს] სთავაზობს, რათა კონსულტაციები განიმართოს”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.