ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პატრიარქის მილოცვის გაყალბების მტკიცებულებად წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ პატარა ფრაგმენტს” – რა ვიდეოს ავრცელებს ვახო სანაია

“პატრიარქის მილოცვის გაყალბების მტკიცებულებად წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ პატარა ფრაგმენტს” – რა ვიდეოს ავრცელებს ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:
პატრიარქის ,,ახალი მილოცვა” გაყალბებულია, იკითხება უხეში მონტაჟიც, შეერთებულია სხვადასხვა პერიოდის ფრაზები და იმეორებს ძველი გამოსვლების ფრაგმენტებს.
გაყალბების მტკიცებულებად წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ პატარა ფრაგმენტს. შარშანდელი გაიმეორეს წელს – მიამატეს კიდევ რაღაცები სხვა პერიოდიდან. გამოყენებულია ფრაზები და ხმები, სადაც ისმის სიტყვები – მშვიდობიანი, მშვიდობა. უბრალოდ, გვაინტერესებს ამის გაკეთება რატომ დასჭირდათ ? სპეკულაციებისთვის რატომ უნდა რჩებოდეს სივრცე ან რატომ უნდა ახსენდებოდეს ვინმეს სისხლის სამართლის კოდექსი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობა, გაყალბება და მის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება დანაშაულია. პატარა განმარტება დაუსვამდა წერტილს ხალხში გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, ვიღაცები ბოროტად ხომ არ სარგებლობენ პატრიარქის ასაკით. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საშუალო ზომის მილოცვა (ოღონდ ტექსტისა და არა ვიდეოს სახით) გამოქვეყნდა პატრიარქის სახელით, სადაც ცესკოს შემაჯამებელ ოქმზე დაყრდნობით, ,,ქართულ ოცნებას” ულოცავს გამარჯვებას, ასევე გამოთქვამს იმედს, რომ ,,ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის”.
ამის შემდეგ, საახალწლო მიმართვამდე ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერს, მისალოცი ტექსტი ქვეყნდება მიხეილ ყაველაშვილისთვის.

ვიდეო

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.