ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატიმრობა შეუფარდეს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ გუბერნატორის მოადგილეს

პატიმრობა შეუფარდეს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ გუბერნატორის მოადგილეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.
გიორგი კაპანაძე, რომელიც დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 5 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 000 დოლარის სანაცვლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სტატუსის შეცვლას დაჰპირდა. უწყების ცნობით, მას თანხის ნაწილი, 80 000 დოლარი წინასწარ გადასაცეს.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები“, - აცხადებენ სუსში.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 11-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.