პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი მიიჩნიეს "ექსტრემიზმის გავრცელებისკენ მიდრეკილად"
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი, რომელსაც რვა წლით და ექვსი თვით აქვს პატიმრობა მისჯილი უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გაკრიტიკებისთვის, მიიჩნიეს "მიდრეკილად ექსტრემიზმის გავრცელებისკენ" და მას ციხეში გამკაცრებული კონტროლი ემუქრება - ვკითხულობთ ტელეგრამის მის არხზე 4 მარტს.
ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ერთი დღით უძღოდა წინ იაშინის მოწოდება მსოფლიოს ლიდერებისადმი, რომ დახმარება აღმოუჩინონ კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლების ძალისხმევას - რადგან ის შესაძლოა ციხეში მოკლან.
16 თებერვალს არქტიკის კოლონიაში დაიღუპა კრემლის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი. იაშინის თქმით, ნავალნის მსგავსად კარა-მურზამაც შეუქმნა პირადი პრობლემები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.