პატიმრობაში დატოვეს „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციის მონაწილე, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი

მოსამართლე ზვიად შავაძემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ითხოვდა ბრალდებულის გათავისუფლებას 3000-ლარიანი გირაოთი.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივლისს, გაიმართა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრისა და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაზიანება 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:
· 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
· 353-ე პრიმა – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა. ბრალდებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვის გარდა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მოუსმინა პროკურატურისა და ადვოკატის შესავალ სიტყვებს. შემდეგი სხდომა 13 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ