პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, რაც მნიშვნელოვანი დასკვნაა – ბექა ძამაშვილი “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” დასკვნაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა.
მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსთვის, პატიმრების უფლებების დაცვა და მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“ანგარიშში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული. პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, ყველა ის მსჯავრდადებული, მსჯავრდადებულების უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან “ვივამედში”, კმაყოფილები არიან მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, რომ კლინიკა “ვივამედში” შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია, როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რამდენადაც იუსტიციის სამინისტროსთვის, პატიმრების უფლებების დაცვა და მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო