“პატივი და ქება კვარაცხელიას – ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ” – კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეი კანჩელსკისმა გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომ „ნაპოლი“ გარემარბებით – ალექსეი ბატრაკოვით (მოსკოვის ლოკომოტივი) და მატვეი კისლიაკით (ცსკა) დაინტერესდა.
„ისინი რუსეთში გამორჩეულები არიან და იქ ითამაშებენ. წასვლა შეიძლება, მაგრამ დამკვიდრებაა საჭირო. ვხედავთ, რომ ზოგიერთი მიდის, თუმცა ადაპტაციას ვერ ახერხებს. ან ფიზიკურად ვერ არიან მზად, ან მენტალურად. ეს ჩვენ მივდიოდით 90-იან წლებში და ევროპულ კლუბებში ლიდერები ვხდებოდით.
ჯერ კიდევ უცნობია, მოისურვებენ თუ არა ბატრაკოვი და კისლიაკი წასვლას. იქ ასეთ ხელფასს არავინ მისცემს. თუ წავიდნენ და ვერ ითამაშეს, ნაწყენები დარჩებიან. ბევრს შემადგენლობაში ვერმოხვედრის შიშით არ უნდა გამგზავრება. აგენტებს შეუძლიათ წასვლა გადააფიქრებინონ. მოთამაშეები რჩებიან და ნელ-ნელა საფეხბურთო თვალსაზრისით კვდებიან.
„ნაპოლი“ დიდი კლუბია. ჩემოდნებით სადგურში უნდა გაიქცე და ნეაპოლში გაეშურო. „რუბინიდან“ გადავიდა „ნაპოლიში“. ბიჭმა გარისკა და თავი წარმოაჩინა. ახლა პსჟ-ში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. პატივი და ქება მას. ამიტომ, თუ შეთავაზება არის, სასწრაფოდ წასვლას ვურჩევ“, – განუცხადა კანჩელსკისმა „სოვეტსკი სპორტს“.