პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფოდ, დახმარება სჭირდება.
“მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით. სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი. ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი. ვისაც რის საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ოჯახს.
ეს დედის ანგარიშია:
GE97TB7357545061100080
მიმღები ლუიზა ხამათაშვილი”, – აღნიშნულია ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით