“პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც” – ნინო ნადირაძეს

ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში სქრინშოტს აქვეყნებს და ნინო ნადირაძეს პასუხობს:
,,კლინიკა ვივამედის ხელმძღვანელი ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტო საჯაროდ. ამ ქალს ვინმემ აუხსნას რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე ძალიან პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც“


შეგახსენებთ, ნინო ნადირაძემ ელისაშვილის რენტგენის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
,,არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა ვივამედზე ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ , მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას