“პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა” – გიორგი გახარია

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ, ირაკლი კობახიძეს განცხადებაზე, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან, განცხადება გააკეთა:

“გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება “ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.

გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა