„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, უჭირს გადაადგილება – დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, მას უჭირს გადაადგილება – დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება, ამაზე შუამდგომლობას ადვოკატები დააყენებენ, – ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს.
„ეს წუთია ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს და მათი ინფორმაციით, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ.
ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.
ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება