პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
· ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33%
· ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%
· კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 13%
· ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 12%
· გახარია - საქართველოსთვის - 11%
· ლეიბორისტული პარტია - 4%
· გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
· სხვა პარტიები - 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 17-29 სექტემბრის შუალედში.
ფორმულას დაკვეთით, 10-22 სექტემბერს ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ნახეთ აქ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.