პარტიის გამწევი ძალა მიხეილ სააკაშვილია – გიორგი ბარამიძე

იქნება თუ არა ლევან ხაბეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – “ღამის კურიერის” ამ კითხვას, ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა უპასუხა.
გიორგი ბარამიძის თქმით, პარტიაში თანამდებობები მთავარი არ არის, ხოლო პარტიის გამწევი ძალა და ლიდერი კი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
“ყოველ ჯერზე, “ნაციონალური მოძრაობა” იღებს უფრო და უფრო მეტ ხმებს, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქართველი ხალხის ნებით. მიხეილ სააკაშვილია ლიდერი, ეს არის მისი გუნდი, რაც ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს. ამ შემთხვევაში, მთავარი არ არის თანამდებობები პარტიაში, ეს არ არის მთავრობა, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს ვიღაცა, რომელიც ბრძანებულებებს ხელს აწერს და ქვეყნის ბედს წყვეტს. ჩვენ ყველანი ვართ ერთი. გამწევი ძალა არის და ის ახალი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევქმენით – გამარჯვების კოალიცია, რომლის კოორდინატორია გიორგი ვაშაძე და სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდებიან. ეს არის ძალიან ჰორიზონტალური სტრუქტურა, სხვადასხვა ყაიდის ადამიანების, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები, რომელთაც უნდათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, უნდა საქართველოს ცივილიზებული მომავალი, ჩვენი ემიგრანტების დაბრუნება, ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და ნორმალური საქართველოს. ამას ჩვენ ყველანი ერთად, სხვა პროგრესულ და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს