,,პარტიებმა – ან მათმა ნარჩენებმა – ზრდილობის გამო ბრიფინგი მაინც ჩაატარეთ“ – ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,პარტიებმა – ან მათმა ნარჩენებმა – ზრდილობის გამო ბრიფინგი მაინც ჩაატარეთ და დაკავებულების გვარები წაიკითხეთ პოლიტიკური აქტივობის სიმულაციის საჩვენებლად. უკვე მერამდენე პოსტი შემხვდა ფეისბუქზე, სადაც საყვარელი სპორტით არიან დაკავებულები: ერთმანეთთან არაფრის მომცემი მეტოქეობით, სადაც მოგებული (მათში) მხოლოდ ქოცია. პარტიებმა 5-5 ადამიანი მაინც რომ მიიყვანონ აქციაზე ყოველდღიურად (ყველას ვგულისხმობ), ეს დაკავებებიც კი პრობლემური გახდება რეჟიმისთვის ხალხის სიმრავლის გამო. მაგრამ არა… უმეტესობა პარტიები არიან ეგომანიაკების მძევლობაში, სადაც მხოლოდ ერთმანეთთან კონკურენციაა მთავარი და არა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კონსოლიდაცია. ამის უხვი მაგალითი ვნახეთ (პირადად მეც) საპარლამენტო არჩევნებამდე (ძველი და ახალი “ნაცები” სამკვდრო-სასიცოცხლო კონკურენციის გარდა რომ ვერ ხედავდნენ ვერაფერს) და ლელოგახარიას სამარცხვინო “კოჭლი” ტანგოც თვითმმართველობის “არჩევნების” სპეცოპერაციის დროს.
ბრიფინგი მაინც ჩაატარეთ-თქო, ბრიფინგი, აქ წერას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ