პარტიების დაფინანსების საკითხზე კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება აეკრძალებათ.
“ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს და დეოლიგარქიზაციის მოტივებით ხსნის, თუმცა ოპოზიცია ამ ცვლილებებში ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფინანსების გადაკეტვის მიზანს ხედავს.

ასევე დაგაინტერესებთ